უპილოტო საფრენი აპარატები ფასეულ ინსტრუმენტად იქცნენ პეკინის ამბიციურ გეგმებში, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უზარმაზარი ფართობის გაუდაბნოებული მიწები აითვისოს და განავითაროს.

დახვეწილი დრონები, გაზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, კუბუქის უდაბნოში თესვის სამუშაოებისთვის გამოიყენება. ეს ოპერაციები სუსტი ქარის პირობებში ტარდება, რათა სამუშაო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და გარემოზე შესაძლო ზემოქმედება მინიმუმამდე დავიდეს. თესვის სამუშაოების მთავარი მიზანი რეგიონში მგრძნობიარე ეკოსისტემების აღდგენა და შენარჩუნებაა.

მიწის გაუდაბნოებასთან ბრძოლის ექსპერტმა, ინჟინერმა ლი ტინგმა კარგად იცის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით როგორ უნდა დაიცვან მიწა გამოშრობისგან, ასევე როგორ დაინერგოს მასშტაბური გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის მეცნიერული მიდგომები.

„ეს არა მხოლოდ ამცირებს ადამიანის შრომაზე დამოკიდებულებას, არამედ მინიმუმამდე დაჰყავს საოპერაციო ხარჯები და ზრდის ყველა სამუშაოს ეფექტურობას. უპილოტო საფრენი აპარატი საშუალებას აძლევს ადამიანებს, შეასრულონ დაგეგმილი სამუშაოები იმის მიუხედავად, თუ როგორია კლიმატური პირობები“, - აცხადებს ლი ტინგი.

წყარო: 1 არხი