რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ესაუბრება უკრაინაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.
„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7 000-მდეა და მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე. სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უაზრობაა“, – განაცხადა ტრამპმა.
რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
„დიახ, მე განვიხილავ. ვხედავ, რომ სენატი იღებს და დაამტკიცებს ძალიან, ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს არის არჩევითი კანონპროექტი და მე ამას ძალიან მკაცრად ვუყურებ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.
„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ამიტომ, ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.