ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა BYD-ი ძვირადღირებული სპორტქარების წარმოებისთვის ემზადება.

BYD-ის პრემიუმ მანქანების ხაზმა Denza-მ წარადგინა მოდელი Z - შთამბეჭდავი ახალი სუპერქარი.

პროდუქტის პრეზენტაცია ჩინეთის უდიდეს ავტო შოუზე, Auto Shanghai-ის გახსნაზე, შედგა. 

კომპანიას Denza-ს მოდელZ-ით აქვს პრეტენზია კონკურენცია გაუწიოს უმაღლესი კლასის დასავლურ ბრენდებს, როგორიცაა Porsche და Mercedes-Benz.

ჩინეთის ელექტრომობილების (EV) სექტორმა შოკში ჩააგდო დასავლელი კონკურენტები არა მხოლოდ ინოვაციების და ზრდის სისწრაფით, არამედ მისი ხარისხით და ღირებულებითაც. მათ შორის, ლიდერია BYD, რომელმაც გასულ წელს გლობალური გაყიდვებით Tesla-ს გაუსწრო.

ცნობისთვის, Denza-ს ბრენდი Mercedes-თან ერთობლივი საწარმოს სახით შეიქმნა, მაგრამ ამჟამად  BYD-ს ეკუთვნის.

Denza-ს ფლაგმანი SUV N9, გაყიდვაში გასულ თვეს გამოვიდა და საწყისი ფასია 389,800 იუანი (53,453 დოლარი). ხოლო BYD-ის პოპულარული Song Plus SUV დაახლოებით 18,500 დოლარი ღირს.

BYD -ი Yangwang-ის ბრენდის ქვეშ ასევე ყიდის ძვირადღირებულ ელექტრო მანქანებს 1 მილიონი იუანის (137,000 დოლარი) სეგმენტში. აღნიშნული მოდელის მე-10 000-ე მანქანა ამ თვის დასაწყისში გაიყიდა.  უახლესი მოდელის, U8L SUV-ის ფასი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

წყარო: cnn