სამშაბათს, 11 თებერვალს Tesla-ის აქციები 6%-ით გაუფასურდა. აქციებზე ფასის დაცემა მას შემდეგ მოხდა, რაც BYD-მ პარტნიორობა დაიწყო Deep Seek-თან, ხოლო ამერიკული კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა OpenAI-ზე გადაიტანა ყურადღება.
Tesla-ს ჩინელმა კონკურენტმა განაცხადა, რომ DeepSeek-ის დახმარებით აპირებს ავტონომიური სატრანსპორტო ტექნოლოგიის შემუშავებას და აღნიშნა, რომ საკუთარ ავტოპილოტის მსგავს სისტემას თითქმის ყველა ახალ მოდელში დანერგავს. ამან გააძლიერა შიშები, რომ მასკის კომპანია კონკურენტებს ჩამორჩება.
BYD-მა, რომელიც Tesla-ს ყველაზე ძლიერი კონკურენტი გახდა გლობალურ ბაზარზე, 10 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ახალი ავტომობილების მინიმუმ 21 მოდელი აღჭურვილი იქნება ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის სისტემებით, რომლებიც მოიცავს ავტომატურ პარკირებასა და ავტომაგისტრალზე ნავიგაციის ფუნქციებს.
ამ ეტაპზე, Tesla მომხმარებელს არ სთავაზობს რობოტაქსებს, ხოლო მისი ელექტრომობილები კვლავ საჭიროებენ მძღოლის აქტიურ ჩარევას, რათა ნებისმიერ მომენტში შეძლონ საჭის მოტრიალება ან დამუხრუჭება.