დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ქარხნის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.