ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილების მოცულობა 9.9%-ით არის გაიზარდა; ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა შვიდ თვეში აშშ-დან განხორციელდა. საქართველომ ამერიკიდან 423.6 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 10.7%-იან ზრდას წარმოადგენს.

მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც საქართველოში 380.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. იტალიიდან მიღებული გზავნილების მოცულობა წლიურად 8.3%-ით გაიზარდა.

მესამე პოზიციას რუსეთი იკავებს. წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთიდან საქართველოში 291.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია. რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანი მოცულობის გზავნილები შემოვიდა გერმანიიდან და ისრაელიდანაც. გერმანიიდან მიღებულმა თანხამ 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.6%-იანი ზრდაა. ისრაელიდან კი საქართველოში 192.1 მილიონი დოლარი გადმოირიცხა — 21.1%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ.

საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროები:

ქვეყანა

2026 წლის იანვარ-ივლისი

წლიური ცვლილება

აშშ

$423.6 მლნ

+10.7%

იტალია

$380.7 მლნ

+8.3%

რუსეთი

$291.8 მლნ

+10.8%

გერმანია

$197.7 მლნ

+14.6%

ისრაელი

$192.1 მლნ

+21.1%

საბერძნეთი

$181.3 მლნ

+10.3%

თურქეთი

$78.7 მლნ

+27.8%

ესპანეთი

$59.7 მლნ

+14.6%

ყაზახეთი

$48.3 მლნ

+3.1%

საფრანგეთი

$43.7 მლნ

+13.9%

უმსხვილეს წყაროებს შორის გზავნილების ყველაზე სწრაფი ზრდა თურქეთიდან დაფიქსირდა. იანვარ-ივლისში თურქეთიდან საქართველოში 78.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 27.8%-იანი ზრდაა.

გზავნილების ორნიშნა ზრდა ასევე დაფიქსირდა ისრაელიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

ამასთან, რამდენიმე ქვეყნიდან მიღებული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა. ყველაზე მკვეთრი კლება ყირგიზეთიდან დაფიქსირდა — 32.4%-ით. შედეგად, შვიდ თვეში ყირგიზეთიდან საქართველოში 37.8 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ირლანდიიდან მიღებული გზავნილები 13.3%-ით შემცირდა და 35.2 მილიონი დოლარი შეადგინა. კანადიდან გზავნილების მოცულობა 3%-ით, 15.3 მილიონ დოლარამდე, ხოლო აზერბაიჯანიდან 3.4%-ით, 22.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ჯამში, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.255 მილიარდი დოლარი შეადგინა. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი აშშ-ზე, იტალიაზე, რუსეთზე, გერმანიასა და ისრაელზე მოდიოდა.