ტურისტულ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იწყება. რამდენიმე ავიაკომპანია მის თავის საქმიანობაში ინტეგრაციას იწყებს. ამის შესახებ Travel and Leisure იუწყება.
ავიაკომპანიები მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა გაამარტივონ გრძელი რეისები. მაგალითად, Air New Zealand-ი და Qantas-ი იყენებენ AI-ს იაფი მარშრუტების შესაქმნელად და საწვავის შევსების თავიდან ასაცილებლად.
„ერთის მხრივ, თქვენ გინდათ შეამციროთ საწვავის გამოყენება, მაგრამ გსურთ გქონდეთ საკმარისი და მთელ რეისზე არ დაგჭირდეთ შევსება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ სისტემა, რომელიც ითვლის ეფექტურად და სწრაფად,“ - თქვა Flightkeys-ის თანადამფუძნებელმა რაიმუნდ ზოპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრენების დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორეულ მარშრუტებზე.
Swiss-იც იყენებს ამ ტექნოლოგიას ფრენების ოპტიმიზაციისთვის. ხოლო Lufthansa - ქარის მიმართულების პროგნოზირების, ფრენების დაგვიანებისა და გაუქმების თავიდან აცილებისთვის.
Fortune-ის თანახმად, სხვა ავიაკომპანიები, როგორიცაა Delta Air Lines-ი, JetBlue და American Airlines-ი, ასევე ინვესტირებას ახორციელებენ AI-ში.