ხელოვნური ინტელექტის (AI) რევოლუციის გამო, სამუშაო ადგილების 27% მაღალი რისკის ქვეშაა, რის გამოც ბევრი თანამშრომელი იძულებული გახდება ახალი სამუშაო ეძებოს, ამის შესახებ OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მონაცემების მიხედვით, OECD-ში სამუშაოების მეოთხედზე მეტი ენიჭება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძლება ადვილად ავტომატიზებული იყოს მომავალი ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის დროს. ამიტომ, დასაქმებულები შიშობენ, რომ შესაძლოა სამუშაო დაკარგონ.
AI-ს რევოლუცია ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით დიდ გავლენას არ ახდენს სამუშაო ადგილებზე. ავტომატიზაციის მაღალი რისკის მქონე სამუშაოები OECD-ში სამუშაო ძალის საშუალოდ 27%-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.
OECD-ის კვლევის მიხედვით, 5-დან 3 მუშაკი შიშობს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილს ხელოვნური ინტელექტის გამო დაკარგავს. კვლევამ 2000 კომპანიის 5300 თანამშრომელი მოიცვა.
ამის პარალელურად გამოკითხულთა ორი მესამედი აცხადებს, რომ ავტომატიზაციამ მათი სამუშაო ნაკლებად საშიში და დამღლელი გახადა. „როგორ აისახება ხელოვნური ინტელექტი საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილზე და გადაწონის თუ არა სარგებელი რისკებს, დამოკიდებული იქნება ჩვენს პოლიტიკურ ქმედებებზე“, - განაცხადა OECD-ის გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა პრესკონფერენციაზე.