Apple-მა, 90-იანი წლებიდან, არაერთი სიახლე დანერგა, რითაც ბევრი დამკვიდრებული ტრადიცია და ტექნოლოგია წარსულს ჩააბარა.
სტატიაში გთავაზობთ 5 ტექნოლოგიურ პროდუქტს, რომლებიც Apple-მა თავისი ნოვატორობით მოწყობილობებიდან გააქრო, რითაც ამ მოწყობილობების მოხმარება გააადვილა, ისინი უფრო მოქნილი, ეკონომიური, მოსახერხებელი და ესთეტიკური გახადა.
დისკეტი
1998 წლამდე, მინიმუმ iMac-ის გამოშვებამდე, დისკეტი კომპიუტერის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა. iMac პირველი Apple-ის მოწყობილობა იყო, რომელზეც დისკეტი არ მუშაობდა. კომპანიამ მოისურვა, რომ ადამიანებს ფაილები სხვა გზით - ოპტიკური დისკების, ლოკალური ქსელების და ინტერნეტის საშუალებით გადაეცათ, რომელიც იმ დროს იწყებდა განვითარებას. დისკეტებმა აქტუალობა მალე დაკარგა. Apple-მა უბრალოდ ეს პროცესი დააჩქარა.
CD და DVD დისკები
iMac-ის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კომპიუტერები და ლეპტოპები აღარ იყო აღჭურვილი დისკეტებით, ისინი CD და DVD დისკებით ჩაანაცვლეს. მაგრამ ყველაფერი 2008 წელს, პირველი MacBook Air ლეპტოპის გამოშვების შემდეგ, შეიცვალა. კომპანიამ უარი თქვა CD და DVD დისკებზე და ის თხელი დისკით ჩაანაცვლა, მაგრამ 2012 წლის შუა რიცხვებში Apple-მა 13-დიუმიანი MacBook Pro წარმოადგინა, რომელიც მისი ბოლო ლეპტოპი გახდა, რომელიც დისკით იყო აღჭურვილი.
არასენსორული კლავიატურა სმარტფონებზე
ადრეულ სმარტფონებში არასენსორული კლავიატურა აუცილებელ აქსესუარად ითვლებოდა. პირველმა iPhone-მა, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, მომხმარებლის გააოცა გამოიწვია, რადგან მას სრულად სენსორული ეკრანი ჰქონდა.
სტივ ბალმერი, რომელიც იმ დროს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, iPhone-ს დასცინოდა. ფიზიკური კლავიატურის არქონის გამო, მან iPhone-ს „აღმაშფოთებლად ძვირი“ და არამიმზიდველი ბიზნესი უწოდა.
ყურსასმენის ჯეკი
წლების განმავლობაში სადენიანი ყურსასმენების დასაკავშირებელი აუდიო ჯეკი ყველა სმარტფონის შემადგენელი ნაწილი იყო სანამ, 2016 წელს, Apple-მა, iPhone 7-ით, მისი მოწყობილობიდან მოშორება არ გადაწყვიტა. კომპანია ამტკიცებდა, რომ ეს გაათავისუფლებდა ადგილს სხვა კომპონენტებისთვის და უკეთეს წყალგამძლეობას უზრუნველყოფდა. ეს ცვლილება მაშინ ბევრმა მწარმოებელმა გააკრიტიკა.
დამტენი ბლოკი
2020 წელს iPhone 12 გამოვიდა, რომელიც დამტენის გარეშე იყიდებოდა. Apple-მა ეს გარემოსდაცვითი მოტივით გაამართლა და თქვა, რომ ადამიანების უმეტესობას უკვე აქვს დამტენი ბლოკი და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ცალკე იყიდოს.
ციფრული სიმ-ბარათი
2022 წელს Apple-მა აშშ-ის iPhone 14-ის მოდელებიდან SIM ბარათი ამოიღო და ამტკიცებდა, რომ ყველა ძირითადი ოპერატორი უკვე მხარს უჭერს eSIM-ის სტანდარტს, რომელიც ფიზიკურ SIM ბარათებს ციფრულით ცვლის.
დრო გვიჩვენებს, ჩაანაცვლებს თუ არა სრულად SIM ბარათს - ციფრული ბარათი.