2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2023 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 960 ლარი;

• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 878 ლარი;

• მშენებლობა - 1 810 ლარი;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 705 ლარი;

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 696 ლარი.

2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.