საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი გუშინ ჩატარებულ ენერგეტიკოსთა საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს "საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო".

"გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია ვისი წყალობითაც გვაქვს შუქიო.

მინდა, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა! საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო", - წერს გიორგი ფანგანი.

""ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს!" - მ სლოგანით  მსვლელობა 20 დეკემბერს, 19:00 საათზე ბარათაშვილის  ქუჩიდან (კონკა) პარლამენტამდე გაიმართა.