სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაცია უარს ამბობს უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე.

„ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია.

ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის...

გახსოვთ დიდი ზომის ბავშვთა სახლები? 100-200 ბავშვი ერთ ჭერ ქვეშ, ერთნაირი მიდგომით რომ იზრდებოდნენ. ასეთი ტიპის ინსტიტუციებიდან ხშირად გვესმოდა როგორ უგულებელყოფილი იყო ბავშვების საჭიროებები, სურვილები, მისწრაფებები და სამწუხაროდ ძალადობრივი აღზრდის მეთოდებზეც გვსმენია.

2000-იანი წლებიდან ჩვენი პარტნიორების ევრიჩაილდი, ღია საზოგადოების ფონდისა და სხვათა მხარდაჭერით, სოციალური მუშაკების უდიდესი წვლილით ეს სახლები დაიშალა და ბავშვების დიდი ნაწილი ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში,“ - ნათქვამია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ გაცხადებაში