საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო 3 მარტის რეისების ნაწილსაც აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია რკინიგზის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.
საუბარია შემდეგ რეისებზე:
3 მარტს - №685 ბორჯომი-თბილისი;
3-4 მარტს - №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
3 მარტის რეისებს შორის შესრულდება შემდეგი რეისები:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№6353/6354 ქუთაისი-რიონი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი-ბორჯომი;
"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება", - წერია რკინიგზის ინფორმაციაში.