თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.
"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.
თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება“ - ჯანდაცვის სამინისტრო
მე არ მჯერა ტრამპისა და პუტინის მეგობრობის... სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება - ნიკოლოზ ვაშაკიძე
ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოდის
"ოცნებაში" ამბობენ, რომ შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის
რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს - ვლადიმერ პუტინი
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა