პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.

აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა მონაწილეობენ სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები.