წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია. მადლობა სახანძრო  სამსახურს და ყველას ვინც ამ დრომდე, ჩართული იყო ცეცხლის ჩაქრობაში.  მოსახლეობას კი კვლავ მივმართავთ: ნუ დატოვებთ უკონტროლოდ ცეცხლს, ის იწვევს ხანძარს!" - წერს ბელქანია.

იმავეს ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. უწყება ადასტურებს, რომ ხანძარი წალენჯიხაში ლიკვიდირებულია. მათი განმარტებით, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა.