12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდიპოდკასტიიწყება.

კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ისდამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში20-წლიანი გამოცდილება აქვს, მოწვეულ სტუმრებთანერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რამნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში.

პოდკასტების სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქართული ბრენდის შემქნელი, ცნობილი თუსაზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მათიბრენდი, რა გამოწვევებს  და სირთულეებს შეხვდნენ ამ გზაზე და როგორია მათი საქმიანობა დღეს.

პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება  ყოველ სამშაბათს, აზროვნების აკადემიის Youtube და Spotify გვერდებზე.

თიბისი ბიზნესისთვის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოდკასტების სერიების მხარდაჭერაც.

ბიზნესების წარმომადგენლებს და ზოგადად, ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო დასასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებული ქართული ბრენდების მაგალითზე უფრო მეტი ისწავლონ და განვითარდნენ საკუთარ სფეროში.

ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტისანონსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.