2015-2016 წლებში თელავის მერიამ სოფელ ფშაველის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც სამში კომპანიებმა უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. ინფორმაციას, „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
„სამშენებლო სტანდარტების დაუცველობის გამო, მალევე, ბაღის იატაკმა რღვევა დაიწყო, კედლები დანესტიანდა და დასკდა. 2022 წელს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შენობა ავარიულად მიიჩნია, სწავლება არ განახლებულა, ბავშვები კი სხვა სოფლის სკოლებში გადაანაწილეს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს.
მშენებელი 3 კომპანიიდან ერთის ყოფილი მესაკუთრე ქართული ოცნების შემომწირველია, ხოლო მეორე კომპანია ამჟამად შავ სიაში იმყოფება.
ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანისა და საბავშვო ბაღის შენობის ავარიულად ქცევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია“, - აღნიშნულია „ფლანგვის დეტექტორის“ იუნფორმაციაში.