საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.