2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
  • Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
  • Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
  • Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი).

2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.