როგორც გამოცემა New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, 9 მაისს, აშშ-მ ნება დართო გერმანიას, რომ უკრაინას Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების 100 რაკეტა და 125 შორი რადიუსის საარტილერიო რაკეტა გადასცეს.
Patriot-ის სისტემები აშშ-ში მზადდება და მათი ექსპორტირებისთვის ამერიკული მთავრობის ნებართვაა საჭირო, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი ექსპორტიორი ქვეყნის საკუთრებას წარმოადგენს.
მანამდე, 11 აპრილს რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნებისგან $21 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებდა, მათ შორის, გერმანიისგან 4 საზენიტო კომპლექსს IRIS-T, Patriot-ის 30 რაკეტას, 15 ტანკს Leopart-1, 25 ჯავშანტრანსპორტიორს Marder.