თბილისში ქირის ფასი გაიზარდა, - ამის შესახებ Galt &Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვიდან ირკვევა.
2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქირის ფასი $9.9-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის აგვისტოში $9.6 იყო.
აგვისტოში ფასის ზრდის შესაბამისად, გაზრდილია ქირის ამონაგებიც და ის 8.7%-ს შეადგენს.
ქირის საშუალო შეწონილი ფასი თბილისში, $/კვ.მ
