თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.