თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.