"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივლისს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

GWP-ს განცხადებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 19 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმ. ბარბარეს, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს

კრწანისის რაიონში:

ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალასა და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.