დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სიასააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოსნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულიოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოსშექმნა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. 2025 წელს, სააგენტომ, მთელიქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახიგანასახლა. 2026 წელს ამ მიმართულებით მუშაობაკიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო ავრცელებს.