1 - ელი თებერვლიდან რომში ჩასულ ტურისტებს ცნობილი ტრევის შადრევნის კიბეებზე ჩასასვლელად და სურვილისამებრ, მასში მონეტის ჩაგდებისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ. ბილეთის ფასი 2 ევრო იქნება - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ჯერ კიდევ 2024 წელს მერიამ განიხილა შადრევანში ფასიანი შესვლის შემოღება, რათა თავიდან აეცილებინათ ამ ღირსშესანიშნავ ადგილას უპრეცედენტო ხალხმრავლობა.

ბილეთები მსურველებს დღისით შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემთ. მიმდებარე მოედნიდან ღირსშესანიშნაობის დათვალიერება უფასო რჩება. თუმცა, იქიდან მონეტის სროლა აღარ იქნება შესაძლებელი.