რამდენ ადამიანს შეეხება B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკვე ამოქმედდა, სექტემბრიდან კი ახალი მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომი გახდება. კვლევების თანახმად, ქვეყანაში 80 ათასი ადამიანი B ჰეპატიტით ქრონიკულადაა ინფიცირებული.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ამ პაციენტების ნაწილს ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება, რომლის არჩატარების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობას შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიადგეს, რადგან ვირუსი დროთა განმავლობაში იწვევს ცეროზის და ღვიძლის კიბოს განვითარებას.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ანტივირუსული მკურნალობა მკვეთრად ამცირებს ვირუსის სხვა  ადამიანებისთვის გადაცემის რისკს.

ბუწაშვილის ინფორმაციით, ვირუსი ადამიანს ადამიანისგან გადაეცემა სისხლით, ასევე დედიდან გადადის ბავშვზე, ამასთან, მაღალია სქესობრივი გზით გადაცემის რისკიც. მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტები, რომელთა მიღებაც, სახელმწიფოს დაფინანსებით პაციენტებს სექტემბრიდან უფასოდ შეეძლებათ, ძვირადღირებულია და  გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.

ცნობისთვის: B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პრევენციას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას.

გამოკვლევების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება დამატებითი გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარების საჭიროება, რომელიც ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ანტივირუსული მედიკამენტები 2024 წლის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Jandacva.ge