„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 19 ივლისამდე ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება.