ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში საგადახდო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას აფასებს.
ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საბანკო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით. ასევე, ეფექტურად არის შეფასებული სახელმწიფოში ამ მიმართულებით მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და არსებული პრაქტიკა.
ამასთან, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საბანკო სექტორის როლი კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესში და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით.
მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-მ შეფასება 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და 3-წლიანი შესწავლის შედეგად გააკეთა.
საქართველოში საბანკო ინფორმაციაზე წვდომა ეფექტურია - OECD
რუსეთი საქართველოსთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება - ილჰამ ალიევი
რუსეთს სომხეთის რკინიგზის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაკავშირებაში მონაწილეობა სურს
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება
ევროკავშირის გაფართოების ახალ გეგმაში საქართველო კვლავ არ ფიგურირებს - რეფორმებზე ევროკავშირი ოქტომბერში იმსჯელებს