თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 934-ს შეადგენს,- ამის შესახებ საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2016 წლიდან დღემდე.

„თუ 2016-2017 აკადემიურ წელს 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2023 აკადემიური წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 934-ს შეადგენს.

უცხო ქვეყნის მოსწავლეთა არამხოლოდ რაოდენობა, არამედ ხვედრითი წილიც გაიზარდა მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში. 2016-2017 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეთა ხვედრითი წილი 0.9% იყო მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში და ეს მაჩვენებელი დღეს 1.7%-ს შეადგენს”,- აღნიშნულია კვლევაში.

ipn.ge