საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 336.99 მილიონი აშშ დოლარი (914.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული 9 თვის მსგავსად, ივლისშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.08%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 60.93 მილიონი დოლარი, რაც 21.05%-ით მეტია 2024 წლის ივლისთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.53%), საიდანაც გასულ თვეში 55.72 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 13.99%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.43%) 45.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.47%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  • აშშ - $60.93 მილიონი.
  • იტალია - $55.72 მილიონი. 
  • რუსეთის ფედერაცია - $45.25 მილიონი. 
  • გერმანია - $29.24 მილიონი.
  • საბერძნეთი - $26.09 მილიონი.
  • ისრაელი - $24.07 მილიონი.
  • ყირგიზეთი - $11.29 მილიონი.
  • თურქეთი - $10.03 მილიონი.
  • ესპანეთი - $10.02 მილიონი.
  • ყაზახეთი - $8.66 მილიონი.
  • საფრანგეთი - $6.61 მილიონი.
  • გაერთიანებული სამეფო - $6.08 მილიონი.
  • ირლანდია - $6.01 მილიონი.
  • პოლონეთი - $3.23 მილიონი
  • აზერბაიჯანი - $3.2 მილიონი.

სებ-ის ცნობით, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მილიონი აშშ დოლარი (101.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.

tabula.ge