საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. თბილისიდან მატარებელი 00:35 საათზე გაემგზავრება და ბათუმში 05:47 საათზე იქნება. რაც შეეხება ბათუმიდან რეისს, მატარებელი 00:45 საათზე გამოვა და თბილისში 05:50-საათზე იქნება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დამატებითი რეისები დანიშნულია 29 აპრილს და 01; 06; 08; 13; 15; 20; 22; 27; 29 მაისს.