2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 736 357 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 60.37% (2 255 735 ადამიანი) ქალაქში, ხოლო 39.63% (1 480 622 ადამიანი) სოფელში ცხოვრობს.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის მესამედი, 33.23% (1 241 709 ადამიანი) თბილისზე მოდის.

რეგიონებში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იმერეთი და ქვემო ქართლი გამოირჩევიან; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ყველაზე ნაკლები მაცხოვრებელია.

რეგიონები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყირუბა:

  • იმერეთი- 463 068 ადამიანი
  • ქვემო ქართლი- 442 771 ადამიანი
  • აჭარა- 361 411 ადამიანი
  • კახეთი- 306 216 ადამიანი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი- 299 290 ადამიანი
  • შიდა ქართლი- 249 829 ადამიანი
  • სამცხე-ჯავახეთი- 147 352 ადამიანი
  • გურია- 104 338 ადამიანი
  • მცხეთა-მთიანეთი- 93 253 ადამიანი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი- 27 120 ადამიანი.