2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირები ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 მაისიდან:
· ცოდნის დონე შემოწმდება განცხადების წარდგენამდე;
· გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იქნება შეუზღუდავი;
· ტესტირების დადებითი შედეგი ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;
· ტესტირების დადებითი შედეგის მქონე პირი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე განცხადების წარდგენას;
· საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5123
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დახვეწა
საქართველოს მოქალაქეობის მსურველებმა განაცხადის წარდგენამდე ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან

„ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე
„ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს“ – სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ირაკლი კობახიძე
გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
კეთილსინდისიერება მთავარია. ეს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია - ირაკლი კობახიძე
რუსეთში შესვლის და გასვლის წესები იცვლება
1751050800