საქართველოში ჩამოსული უცხოელების დასაქმების შემდეგ შესაძლოა, ცვლილებები მათთვის ბინის მიქირავების კუთხითაც ამოქმედდეს. ამაზე აქტიური საუბარი უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს უცხოელთა ნაკადი მოეძალა და ექსპექტები ახლაც ფიქრობენ, რომ მიგრანტთა ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული კანონი. 

ბინის გაქირავების დროს მეიჯარეთა უფლებების დაცვის და კანონის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტში 2023 წელს შევიდა, მას მერე, რაც საქართველოს მიგრანტთან ნაკადი მოაწყდა და გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაქირავებული უძრავი ქონების გადასახადს არ იხდიდდნენ, თუმცა სფეროს სპეციალისტები მაშინაც და ახლაც მიიჩნევდნენ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გამოწვევას არ პასუხობდა.

ასე ფიქრობს სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი და ხაზს უსვამს, რომ კანონის მიღებისთვის არათუ მიგრანტების ზრდაა გადამწყვეტი, არამედ საკუთრების უფლების დაცვა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, თუმცა არა იმ სახით, როგორც მაშინ იყო წარდგენილი.

"კანონის ამოქმედება არ უნდა იყოს დაკავშირებული მიგრანტების ქვყანაში შემოდინებასა და გადინებასთან. გასაგებია, რომ უცხოელებმა შესაძლოა, წაახალისეს ეს საკითხი, მაგრამ საკუთრების უფლების დაცვა, პირველ რიგში, შეეხება ყველა მესაკუთრეს, უმეტესად საქართველოს მოქალაქეებს. ახლა მათი საკუთრება არის დაუცველი რეგულაციის არსებობის გარეშე, რადგან გამოსახლებებს სჭირდება სასამართლოში რამდენიმეთვიანი პროცედურები. გარდა ამისა, არსებობს სხვა ტექნიკური პორბლემებიც, რაც იწვევს დამატებით ხარჯს და მოკლედ რომ გითხართ, საკუთრების უფლების შეზღუდვას.

მიგრანტების ზრდა არ არის გადამწყვეტი მიზეზი, საკუთრების უფლების დაცვაა გადამწყვეტი და ძირითადი არსი, ამიტომ ცხადია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღონს კანონი, თუმცა არა იმ სახით, როგორც მაშინ დაგვიანონსა, რადგან ის ფორმატი საკუთრების უფლებას მხოლოდ იმ შეთხვევაში იცავს, ვინც მოიჯარეს რეესტრში დაარეგისტრირებს, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მათ შორის მიგრანტების საკითხიდან გამომდინარე, არის პრობლემური. უხოელები ხშირად ქრებიან და დღეს თუ საქართველოში არიან, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ.

ჩანაწერის წაშლას კი ზოგჯერ ისევ სასამართლო სჭირდება, რადგან როდესაც საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ მესაკუთრებს მოიჯარე ჰყავს, პრობლემაა. თუ იჯარა მალე შეწყდება და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია.

საკუთრების უფლების დაცვა არ უნდა იყოს პირობებზე მიბმული, არანაირი პირობა არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ, დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება არის კონსტიტუციით და კონვენციებით გარანტირებული უფლება და არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია.

არსებული ვერსია არ იყო ყოვლისმომცველი, რადგან ნაწილობრივ აგვარებდა პრობლემას, იმ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც კანონში ეწერა, რაც, ჩემი აზრით, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და გამოწვევასაც არ პასუხობს. კანონს ხომ იმიტომ ვიღებთ, რომ პრობლემა არსებობს და საჭიროა მისი გადაჭრა. მაშინ ინიცირებული კანონი კი არ პასუხობდა გამოწვევას”, - განუცხადა "რეზონანსს” უჩა ზაქაშვილმა.

მიგრანტების შემოდინებამ საქართველო ისევ შეაწუხა, თან ამჯერად საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე აქამდე იყო. ქვეყანაში გახშირებულია უცხოელების ლეგალური თუ არალეგალური დასაქმება, ამიტომ პარლამენტი ამ კუთხით  ცვლილებების შემოღებაზე მუშაობს.

როგორც იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ქვეყანა გამოწვევის წინაშე დადგება, წინასწარ კი არ გააჩნია პრობლემის მოგვარების გეგმა.

"ხელისუფლება მაშინ იწყებს გააქტიურებს, როდესაც უშუალოდ პრობლემა წამოიქმნება და ამით ან ჩვენ შევწუხდებით, ან თავად შეწუხდება და ფაქტის წინაშე დადგება. მხოლოდ ფაქტის წინაშე დადგომისას იწყება ზურნვა იმაზე, რომ პრობლემა გადაიჭრას

კანონი უნდა იყოს რეგულატორი და არ არის აუცილებელი თითოეულ საკითხზე, ნებისმიერ შემთხვევაზე ინექციები ვაკეთოთ. ჩვენ წინასწარ უნდა ვიმსჯელოთ პრევენციაზე, ანუ კანონმა რა ტიპის ურთიერთობა შეიძლება დაამკვიდროს.

პრაქტიკულად გამოდის, რომ წარმოიქმნება რაღაც პრობლემა, შემდეგ ამ საკითხის მოგვარების მიზნით ნაუცბათევ და სრულიად გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. გამოდის, რომ რეალური ჩარჩო, თეორიული საფუძველი რაც უნდა იყოს, არ არსებობს. ამიტომ იძულების წესით, თუ როგორ, არ ვიცი, მაგრამ კონკრეტული პრობლემის დადგომის დროს არის გაურკვეველი რეაქციული მოქმედებები.

ჩემი მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ის, რომ რაღაცნაირად შემუშავდეს გააზრებული რეგულაციური ნორმები, რომელსაც არ დასჭირდება ყოველი თვის ბოლოს გადაკეთება”, - განუცხადა ჩარგეიშვილმა 'რეზონანსს”.

მიგრანტთა ნაკადის ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული კანონი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პარლამენტში ოფიციალური განცხადება უკვე შეიტანა და პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკონომიკისა და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ინიციატიატივით მიმართა, რომელიც ბინის გაქირავების დროს მეიჯარეთა უფლებების დაცვას და კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ვრცლად: www.resonancedaily.com