შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით (2023 წლის დეკემბრის მონაცემებით), საქართველოს მასშტაბით 883 ვიდეოკამერაა განთავსებული. აქედან, 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობია.
ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების 49.4% (332 ვიდეოკამერა) თბილისზე, ხოლო ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერების ყველაზე დიდი წილი 17.5% (37 ვიდეოკამერა) მცხეთაზე მოდის.
ზოგადი ხედვის ვიდეოკამერები:
ზუგდიდი - 17; აბაშა - 43; ოზურგეთი - 3; ხობი - 21; ჩოხატაური - 4; ლანჩხუთი - 1; საჩხერე - 8; ახალციხე - 47; ქუთაისი - 40; მცხეთა - 64; დედოფლისწყარო - 9; ადიგენი - 9; კასპი -1; თბილისი - 332; რუსთავი - 73.
ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერები:
ზუგდიდი -13 ; აბაშა - 18; საჩხერე - 6; ხობი - 7; ზესტაფონი - 2; ხარაგაული - 4; თბილისი - 10; მცხეთა - 37; კასპი - 1; დედოფლისწყარო - 13; ადიგენი - 3; ახალციხე - 8; ქობულეთი - 22; ბათუმი - 1; რუსთავი - 32; გარდაბანი - 2; საგარეჯო - 1; გურჯაანი - 2; ბაღდათი - 13; ფოთი - 16.