დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის მერმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთიანი ევროპულიოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება.
„მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაცთავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობისგანმსაზღვრელი პრინციპებია.
დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებსვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეულიტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფროაშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაცთავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედოსაფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადაშესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისეუახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თურას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა დამოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველოიმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემისპრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანწევრობას.
„ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნისსუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობისპატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედიევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაცჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლებისმიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებიადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივაუკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითიცხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფროგამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებულისტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.
საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრიაუცილებლად გახდება, გახდება საკუთარიმრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა დაღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობასაუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.