მკვლევ­რე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რო­დე­საც შოტ­ლან­დი­ის კო­ლის­ტო­ნის სა­ნა­პი­რო­ზე რვა­ფე­ხას უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბის გა­მო­რი­ყუ­ლი ნეშ­ტი იპო­ვეს, მას მხო­ლოდ შვი­დი სა­ცე­ცი ჰქონ­და.

ფო­ტო­ებ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

უჩ­ვე­უ­ლო, ღრმა ზღვის არ­სე­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა 30 ნო­ემ­ბერს აღ­მო­ა­ჩი­ნა. კვლე­ვის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ ნა­პოვ­ნი ზღვის ბი­ნა­და­რი სეპ­ტო­პუ­სის სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

„ჩვენ აშ­კა­რად არას­დროს გვი­ნა­ხავს მსგავ­სი რამ“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს კატ­რი­ო­ნა რიდ­მა, ფორ­ვის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლის მე­ნე­ჯერ­მა, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო არ­სე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რი­დის თქმით, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ გა­მო­რი­ყულ სხე­ულს “უც­ნა­უ­რად დიდი დი­ა­მეტ­რი და დიდი შემ­წო­ვი ჭი­ქე­ბი“ ჰქონ­და - ის ძა­ლი­ან დიდი იყო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბულ ტი­პურ რვა­ფე­ხას­თან შე­და­რე­ბით.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეგო­ნათ რომ გი­გან­ტუ­რი კალ­მა­რი იპო­ვეს, თუმ­ცა დაკ­ვირ­ვე­ბამ სხვა რამ აჩ­ვე­ნა.

იდუ­მა­ლი არ­სე­ბის ფო­ტო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მათ შო­რის აბერ­დი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზო­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, გუნ­დმა შეძ­ლო შვიდ­სა­ცე­ცი­ა­ნი რვა­ფე­ხას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

ეს მო­ლუს­კი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც სეპ­ტო­პუ­სი, პლა­ნე­ტის ერთ-ერთი უდი­დე­სი რვა­ფე­ხაა, რომ­ლის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 3.3 მეტრს აღ­წევს.

ისი­ნი ღრმა წყლებ­ში, თვა­ლუწ­ვდე­ნელ ად­გი­ლებ­ში ბი­ნად­რო­ბენ და იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თია, რომ ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ოთხი ცო­ცხა­ლი ეგ­ზემპლა­რი ნა­ხეს.

სეპ­ტო­პუსს რო­გორც წესი რვა კი­დუ­რი აქვს. თუმ­ცა, მამ­რე­ბი მერ­ვე კი­დურს - რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნოდ იყე­ნე­ბენ და მდედ­რე­ბის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას აწარ­მო­ე­ბენ. მერ­ვე სა­ცეცს ისი­ნი მარ­ჯვე­ნა თვა­ლის უკან მდე­ბა­რე ჯი­ბე­ში მა­ლა­ვენ.

დოქ­ტორ­მა ლო­რენ სმიტ­მა, კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „Saltwater Life“-ის სა­ზღვაო ბი­ო­ლოგ­მა, ნამ­სხვრე­ვებს „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მო­ჩე­ნა“ უწო­და, თუმ­ცა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ასე­თი ღრმა ზღვის არ­სე­ბა ნა­პირ­ზე.

წყა­რო:

www.ambebi.ge