რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება.
"შეერთებული შტატები სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დასახმარებლად".- წერს ბლინკენი საკუთარ ტვიტერ გვერდზე.