დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად, მინიმუმადე იქნას დაყვანილი გარემოზე ზიანი. შექმნილია საერთაშორისო სტანდარტის კანონმდებლობა, მოქმედებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები და რეგულაციები, ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონოტორინგი, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს, სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს, მეორე მხრივ, პოტენციური დამაბინძურებლების მუდმივ კონტროლს. 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 15 ავტომატური და 3 მობილური სადგურის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და 24 საათის განმავლობაში სრულყოფილი მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მონიტორინგის სისტემა

ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, ინტეგრირებულია საქართველოს კანონმდებლობაში და იყენებს ე.წ.  „ოქროს სტანდარტის“ ტექნოლოგიებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს