რომელ სამედიცინო სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია.


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით, მათთვის განსხვავებული პირობებია გათვალისწინებული.
ოჯახის ექიმის ამბულატორიული სერვისი;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; 
დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა; 
საჭიროების შემთხვევაში,  ბინაზე მომსახურება.


პარკინსონის და ეპილეფსიის დაავადებების შემთხვევაში,  ოჯახის ექიმის დანიშნულებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


ექიმის დანიშნულებით, მათ  70 პროცენტით უფინანსდებათ ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება.
100 პროცენტით ფინანსდება ელექტროკარდიოგრაფია;


70 პროცენტით ფინანსდება  შემდეგი ინსტრუმენტული გამოკვლევები:


საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიები;


გულმკერდის რენტგენო-სკოპია/რენტგენო-გრაფია;


ძვლების რენტგენოგრაფია;


გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო  100 პროცენტით აფინანსებს,  ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე ჩატარებულ  შემდეგ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს :


სისხლის საერთო ანალიზი;
შარდის საერთო ანალიზი;
გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;


კრეატინინი;


ჰემოგლობინი;


ქოლესტერინი სისხლში;


შრატში ლიპიდების განსაზღვრა;


განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
პრო-თრომბინის დრო (INR);


70 %-ით -  ფინასდება ღვიძლის ფუნქციური სინჯები და  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი
50%-ით ფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, გარდა იმუნიზაციისა , რომელიც 100 პროცენტით ანაზღაურდება.


 ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია, ასევე, 70 %-ით ფინანსდება.
გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტი 15 000 ლარია.
ამასთან, დაბალშემოსავლიანი პირებს,  რომლებიც კერძო კერძო სადაზღვევო სქემაში არიან ჩართულები, არიან ჩართულები, სახელმწიფო უფინანსებს კრიტიკული მდგომარეობების მართვას. 
ყველას, ლიმიტის ფარგლებში, სრულად უფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია.


დაზღეულ დაბალშემოსავლიან პირებს 70 პროცენტით უფინანსდებათ ინფექციური მდგომარეობების მართვა და გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციები.
საჭიროებისამებრ, საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარს, გულის მაღალტექნოლოგიური 
აპარატი უფასოდ გადაეცემა.
საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულად უფინანსდება სმენის იმპლანტირებადი აპარატიც.


ამასთან, საყოველველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში ამოქმედდა ახალი კომპონენტი, რომელიც  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.


გარდა ამისა,  არსებობს ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც  უზრუნველყოფენ სხვა,  სპეციფიკურ დაავადებათა მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას.


დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე  -1505.

jandacva.ge