ევროვიზია პირველად ჩატარდება ევროპის ფარგლებს გარეთ - წელს კონკურსი ტაილანდში გადაინაცვლებს და მას Eurovision Asia ერქმევა. ამჯერად, მასში მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდანაც – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს ევროვიზიისთვის ისტორიული შემობრუნებაა, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც მისი ხელმძღვანელობა ამბობს, აზია მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე რეგიონია, რომელსაც შეუძლია ევროპული კულტურის გამდიდრება.