საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, "სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას ამ დრომდე ცდილობს.

ცოტა ხნის წინ, სპეცდანიშნულების რაზმმა დიდი რაოდენობით ე.წ.გაზის კაფსულა გაუშვა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ხელოვნურ ბარიკადებსაც შლის.

აქციის მონაწილეები ცდილობენ კვამლს და სუნს თავი აარიდონ, ამიტომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე ინაცვლებენ, ნაწილი რუსთაველის მეტროსკენ მიემართება. აქციის მონაწილეების ნაწილი კი რჩება ოპერისა და ბალეტის თეატრთან.