„ამერიკამ და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა საერთოდ რომ არაფერი გვითხრან, ჩვენ ეს ხომ გვესმის, ეს არის კონტროლის მექანიზმი“, - ამის შესახებ მეცნიერმა გია დვალმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაღაც საზღვრის მერე, გამჭვირვალობა აღარ არის გამჭვირვალობა და ის ტოტალურ კონტროლში გადადის, რაც ძალიან სახიფათოა.
„ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მომისმენია - რა, გამჭვირვალობა ცუდიაო? რაღაც საზღვრის მერე, გამჭვირვალობა აღარ არის გამჭვირვალობა და ის ტოტალურ კონტროლში გადადის. და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. კონტროლში გადადის და ეს მოქალაქეებს ვალდებულების ტვირთს აკისრებს, რომ რაღაც სახელი დაირქვან. ეს სახელიც აბსოლუტური კატასტროფაა - საერთოდ რა არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, რას ნიშნავს?“, - განაცხადა მეცნიერმა.