რუსმა ბიზნესმენმა იოსიფ ძაგაევმა საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ შეძენის კომერციული წინადადება ოფიციალურად წარადგინა,- ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, იოსიფ ძაგაევი ადრე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, ასევე მოსკოვის მერისა და პეტერბურგის გუბერნატორის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის პროცესში. ის ამჟამად ახორციელებს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებს და მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან ჰონკონგიდან და სინგაპურიდან.
შემოთავაზებული ტრანზაქცია მოიცავს:
კლუბის შეძენას განსაზღვრული პირობით;
საინვესტიციო ვალდებულების აღებას;
კლუბის ისტორიის და ადგილმდებარეობის შენარჩუნებას;
საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვას.

