2026 წლიდან „დინამო ბათუმს“ ახალი მფლობელი ეყოლება, - ინფორმაციას ამის შესახებ Sport Hub ავრცელებს.

ბათუმელი ბიზნესმენი თემურ მიქელაძე, რომლის მფლობელობაშიც „კროკო“ და სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ შედის, მზად არის ჩაიბაროს კლუბი. 

Sport Hub-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი.  დასრულების შემდეგ, ახალი მფლობელი ვალდებული იქნება კლუბში 30 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. 

„კლუბის არსებული დავალიანება სახელმწიფო მიმართულებით 18 მილიონს შეადგენს, ხოლო 7 მილიონზე მეტი ფეხბურთელებისა და თანამშრომლების, როგორც ახლების, ისე ძველების - დაუფარავი ხელფასებია“, - წერს Sport Hub.