ვეტერანი კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საკუთარ "ინსტაგრამზე" ეხმაურება.

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება.

ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას!

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი", - წერს ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.