საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ბელგიის სამეფოში ვიზიტისას ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით არ უსარგებლია.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ავიაკომპანიამ რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რომელი ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლა პრეზიდენტმა ბელგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 29 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის განხორციელებისას ისარგებლა ავიაკომპანია „საფრანგეთის ავიახაზების“ (Air France) მომსახურებით.

რუსეთის მიერ ავია სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ 20 მაისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. პრეზიდენტის ბოიკოტის შემდეგ კი, Georgian Airways-მა პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ipn.ge