ველი ბიზნესმა ქართულ იქომერს სივრცეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კოლაბორაციული კამპანიების შექმნისკენ, რომლებიც კომპანიების ორმხრივი გაძლიერებისა და მხარდაჭერის პარალელურად, პოზიტიურად ისახება მომხმარებლებზე. ამჯერად, ველი ბიზნესი დასუფთავების სერვისების პლატფორმა Profy-სთან ერთად მომხმარებლებს სრულიად ახალ, ინტეგრირებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ველი ბიზნესისა და Profy-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ველის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება შეიქმნა. სახლის მოვლის კატეგორიიდან ნივთების შეძენისას, მომხმარებლები Profy-ს დასუფთავების სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (მინიმალური შეკვეთა – 70₾). ასევე, მსხვილი ტექნიკის შეძენისას მომხმარებლები 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ მონტაჟის სერვისზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ ველისა და პროფის საკმაოდ დიდი საერთო სამომხმარებლო სეგმენტი ჰყავთ, ვიფიქრეთ ერთობლივად რაიმე ღირებული შეგვექმნა მომხმარებლებისთვის და სახლის ყოველდღიური მოვლა გაგვემარტივებინა. ამიტომ შევიმუშავეთ საინტერესო შეთავაზებები რამდენიმე მიმართულებით და შევქმენით შესაძლებლობა, როგორც სახლისთვის საჭირო პროდუქტები შეეძინათ, უფრო ხელსაყრელ ფასად, ისე შესაბამისი სერვისებითაც ესარგებლათ პროფის აპლიკაციიდან. იქნებოდა ეს სახლის დალაგება, ველიზე ნაყიდი მსხვილი ტექნიკის მონტაჟი თუ ნებისმიერი სხვა მომსახურება - პროფი სიამოვნებით მოერგო ველის მომხმარებლების ნებისმიერ საჭიროებას და თავის მომხმარებლებსაც გააცნო პარტნიორის შეთავაზებები. შედეგი - საკმაოდ შთამბეჭდავია! ჩვენს ციფრულ კამპანიებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ პარტნიორობას ველი ბიზნესთან და კიდევ უფრო საინტერესო შეთავაზებებით დავბრუნდებით“, – ელინა ოგანესიანი, Profy-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ეს თანამშრომლობა გამორჩეულია იმით, რომ ის მომხმარებლისთვის მთლიან პროცესს აუმჯობესებს – პროდუქტის შეძენით დაწყებული, მისი მონტაჟით დამთავრებული. ასეთი მიდგომა მომხმარებლებს მნიშვნელოვან დროსა და რესურსებს უზოგავს, ამასთანავე, ფინანსურ სარგებელსაც სთავაზობს.
„ველი ბიზნესი მუდმივად ეძებს ინოვაციურ გზებს ისეთ ბიზნესებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც მომხმარებლებზე ორიენტირებულ ეკოსისტემას აძლიერებენ და ქმნიან დამატებით ღირებულებას“, – ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი.
დამატებითი ინფორმაციისა და მსგავსი თანამშრომლობის დაწყებისთვის დაუკავშირდი ველი ბიზნესის გუნდს მეილზე: Business@veli.store.